2018 წლის 2 ივლისს დავიწყეთ ტრენინგი პროექტებით სწავლების შესახებ.
პირველ დღეს ვისაუბრეთ საორგანიზაციო საკითხების შესახებ - გავეცანით ერთმანეთს. შემდეგ tpdc.ge/essentisls/ - ზე მოვიძიეთ ელექტრონული სახელმძღვანელო - ვიუვერი. ეს წიგნი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც დაგვეხმარება გაკვეთილების გეგმის დასაწერად, აგრეთვე გავიხილეთ: სასწავლო გეგმის შაბლონი, სასწავლო პროექტების ნიმუშები, გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, რომელიც ჩამოვტვირთეთ და მოვათავსეთ ჩვენს საკუთარ პორტფოლიოში "კურსის რესურსების საქაღალდეში". ტრენერმა დაგვირიგა პორტფოლიოს ჩეკლისტი, რომელსაც შევავსებთ ტრენინგის განმავლობაში. ელექტრონული სახელმძღვანელოს დახმარებით შევქმენით ბლოგი და დავწერეთ რეფლექსია.
მაია მასწავლებელო, დავათვალიერე თქვენი პორტფოლიო ძალიან მომეწონა თქვენი პროექტის თემა. სწავლების გეგმა არაჩვეულებრივად კარგად გაქვთ გაშლილი. გეგმა
ОтветитьУдалить• მოიცავს შეფასების სტანდარტებს
• მოიცავს 21-ე საუკუნის უნარებს
• მოიცავს მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს
• იყენებს პროექტებზე დაფუძნებული სწავლების მიდგომებს
• ითვალისწინებს მოსწავლეებს შორის განსხვავებებს
კომენტარები:
მაია, ყურადღებით გავეცანი შენ ნამუშევარს. დავათვალიერე კურცის რესურსებში მოთავსებული დოკუმენტაცია, მომეწონა მოსწავლის ნიმუშში წარმოდგენილი პრეზენტაცია"ჩემი სოფელი", პროექტის გეგმა და თემა საინტერესოდაა წარმოდგენილი.
ОтветитьУдалитьვფიქრობ, სასწავლო პროცესშიც გამოიყენებ ამ ცოდნას. გისურვებ წარმატებებს.