суббота, 21 июля 2018 г.

მე-9 დღის რეფლექსია

   დღევანდელი დღე იყო სრული კურსის შეჯამება,  დავასრულეთ  ფასილიტაციის რესურსი, მოვამზადეთ ნამუშევარი, ავტვირთეთ პორტფოლიო დრაივზე და გავაზიარეთ ბლოგზე. დავათვალიერეთ  ერთმანეთის პორტფოლიოები და შევაფასეთ.
  მე ძალიან კმაყოფილი ვარ ტრენინგის ამ კურსით.  პირველ რიგში,  ქალბატონ ნინო კოკილაშვილს დიდი მადლობა იმ ყურადღებისთვის, გულისხმიერი დამოკიდებულებისთვის, რასაც ამ 9 დღის განმავლობაში იჩენდა ჩვენს მიმართ.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

გთხოვთ, დაათვალიერეთ და შეაფასეთ  ჩემი ნამუშევარი 

четверг, 19 июля 2018 г.

მე-8 დღის რეფლექსია

   დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგის საკითხები, შემდეგ განვიხილეთ ელექტრონული სახელმძღვანელოს მოდული 7 - ის შემდეგი საკითხები:
1. ისტ - ის სტანდარტი ესგ - დან
2. რესურსები/ფასილიტაცია/ფასილიტაციის მასალები
3. ფასილიტაციის რესურსის შექმნა
4. სასწავლო პროცედურების დასრულება
5. პროექტის დასაწყისისთვის googl form - ებში გამოკითხვის ჩატარება
6. იდეების გენერირებისტვის padlet.com - ის გამოყენება.
  padlet (სუფთა დაფა) - ის გამოყენებით მოსწავლეები  დაწერენ თვითშეფასებას - რეფლექსიას, მოახდენენ იდეების გენერირებას. დავრეგისტრირდით  padlet.com - ზე და  შევქმენით ჩვენი სუფთა დაფა, შემდეგ ვისწავლეთ ფონის შეცვლა, გავაზიარეთ და ჩავაშენეთ ჩვენს ბლოგზე.
  შემდეგ შევქმენით გუგლის ფორმა, რომელიც გამოიყენება გამოკითხვისთვის, იდეების რეალიზებისთვის. გუგლის ფორმა  ჰიპერ ბმულის გამოყენებით მივაბით ჩვენს ბლოგს.
  შევქმენით ფასილიტაციის რესურსი მოსწავლისთვის. გამოვიყენე სლაიდები, რის საშუალებითაც მივეცი ინსტრუქცია პროექტის  შესრულებისთვის.

вторник, 17 июля 2018 г.

მე-7 დღის რეფლექსია

  დღეს ჩვენ გავიხსენეთ წინა ლექციიდან შეფასების რუბრიკები, რომლებიც ასახავს  მოსწავლის მიღწევებს ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით, ამისათვის ვიყენებთ უკვე არსებულ რუბრიკას, ან თვითონ ვამზადებთ ახალს. ვისუბრეთ შეფასები სქემის სახეების შესახებ: ანალიტიკური, ჰოლისტური, ზოგადი და კონკრეტული. შეფასების სქემა უნდსა იყოს სანდო, ვალიდურიო, მიზანთნ შესაბამისი და გამჭვირვალე.  განვიხილეთ ელექტრონული სახელმძღვანელოს მოდული 6. დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის შემდეგი საკითხებით:
1. მინი ლექცია "სწავლის სტილი და მრავალმხრივი ინტელექტი
2.დავათვალიერეთ რესურსები ფოლდერში "დიფერენციაცია"
3. შევავსეთ თვითშეფასების კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე.
  გარდნერის თეორია მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ.
    სსსმ მოსწავლეებისთვის შევქმენით რესურსი საპრეზენტაციო პროგრამა Power Point - ში.
   ეს დღეც იყო ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი.

пятница, 13 июля 2018 г.

მე-6 დღის რეფლექსია

                                                                    რეფლექსია

   დღეს ჩვენ  გავიხსენეთ წინა დღეების მასალები, შემდეგ ჩვენი ჯგუფის წევრებს გავუგზავნეთ კომენტარები შექმნილი პრეზენტაციის შესახებ. ვიმუშავეთ ვიუვერის - ელექტრონული სახელმძღვანელოს მოდული 4 - სასწავლო ნიმუშების შექმნა-ზე.  ჩვენი პროექტის გეგმაში შევავსეთ წინარე ცოდნა და სასწავლო პროცედურები, რომლებიც დამჭირდება პროექტის განხორციელებისთვის.  ვისაუბრეთ საავტორო უფლებების შესახებ, აქ  მივუთითეთ იმ სურათების ელექტრონული მისამართები, ლინკები,  რომლებიც მოვიძიეთ ინტერნეტში პროექტისთვის, აგრეთვე, შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
   დღე იყო ძალიან დატვირთული, შრომატევადი და სასარგებლო.

მე-9 დღის რეფლექსია

   დღევანდელი დღე იყო სრული კურსის შეჯამება,  დავასრულეთ  ფასილიტაციის რესურსი, მოვამზადეთ ნამუშევარი, ავტვირთეთ პორტფოლიო დრაივზე და გავაზ...