четверг, 19 июля 2018 г.

მე-8 დღის რეფლექსია

   დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგის საკითხები, შემდეგ განვიხილეთ ელექტრონული სახელმძღვანელოს მოდული 7 - ის შემდეგი საკითხები:
1. ისტ - ის სტანდარტი ესგ - დან
2. რესურსები/ფასილიტაცია/ფასილიტაციის მასალები
3. ფასილიტაციის რესურსის შექმნა
4. სასწავლო პროცედურების დასრულება
5. პროექტის დასაწყისისთვის googl form - ებში გამოკითხვის ჩატარება
6. იდეების გენერირებისტვის padlet.com - ის გამოყენება.
  padlet (სუფთა დაფა) - ის გამოყენებით მოსწავლეები  დაწერენ თვითშეფასებას - რეფლექსიას, მოახდენენ იდეების გენერირებას. დავრეგისტრირდით  padlet.com - ზე და  შევქმენით ჩვენი სუფთა დაფა, შემდეგ ვისწავლეთ ფონის შეცვლა, გავაზიარეთ და ჩავაშენეთ ჩვენს ბლოგზე.
  შემდეგ შევქმენით გუგლის ფორმა, რომელიც გამოიყენება გამოკითხვისთვის, იდეების რეალიზებისთვის. გუგლის ფორმა  ჰიპერ ბმულის გამოყენებით მივაბით ჩვენს ბლოგს.
  შევქმენით ფასილიტაციის რესურსი მოსწავლისთვის. გამოვიყენე სლაიდები, რის საშუალებითაც მივეცი ინსტრუქცია პროექტის  შესრულებისთვის.

Комментариев нет:

Отправить комментарий

მე-9 დღის რეფლექსია

   დღევანდელი დღე იყო სრული კურსის შეჯამება,  დავასრულეთ  ფასილიტაციის რესურსი, მოვამზადეთ ნამუშევარი, ავტვირთეთ პორტფოლიო დრაივზე და გავაზ...