пятница, 6 июля 2018 г.

მესამე დღის რეფლექსია

  დღევანდელი დღეც, ისევე როგორ განვლილი ორი დღე, იყო ძალიან საინტერესო.  ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გავუგზავნეთ განმავითარებელი კომენტარი.  ელექტრონული სახელმძღვანელო ვიუვერიდან, განვიხილეთ
 მოდული 2. სასწავლო პროექტის დაგეგმვა.  ამ მოდულის მიზნებია:1. სტანდარტების განსაზღვრა ესგ - დან; 2. შევიმუშავეთ მიზნები (21-ე საუკუნის უნარებიდან); 3. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება; 4. განახლებული ბლუმის ტაქსონომია.
   შევედით ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალზე ncp.ge, საიდანაც ჩვენი საგნის სტანდარტიდან პროექტის შესაბამისი მიზნები და ინდიკატორები გადმოვწერეთ პროექტის შაბლონში.
   განვიხილეთ ბლუმის ტაქსონომია (პრეზენტაცია).  ვიუვერში, მოდული 2-ის აქტივობა 1-ის ნაბიჯი 2- სასწავლო მიზნების შემუშავებ-დან ჩვენ გავიგეთ, რომ მიზანი უნდა იყოს ისეთი, რომ  იძლეოდეს დაკვირვების და შეფასების საშუალებას, მიზანი არ უნდა იყოს ბუნდოვანი.
   ასევე განვიხილეთ მიმართულების მიმცემი 3 შეკითხვა:  1. ზოგადი, 2. თემატური,  3. შინაარსობრივი.  ზოგადი შეკითხვა მაღალ სააზროვნო უნარებზეა გათვლილი, თემატურიც, ასევე მაღალ სააზროვნო უნარებს მოიცავს, ხოლო შინაარსობრივი კი დაბალ სააზროვნო უნარებზეა გათვლილი. შემდეგ პრაქტიკულად ვიმუშავეთ  მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვების შედგენაზე. 

Комментариев нет:

Отправить комментарий

მე-9 დღის რეფლექსია

   დღევანდელი დღე იყო სრული კურსის შეჯამება,  დავასრულეთ  ფასილიტაციის რესურსი, მოვამზადეთ ნამუშევარი, ავტვირთეთ პორტფოლიო დრაივზე და გავაზ...