среда, 11 июля 2018 г.

მეხუთე დღის რეფლექსია


                                           რეფლექსია
  დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი. დღეს ვიმუშავეთ ჩვენი პროექტის  პრეზენტაციის წარდგენაზე და ბლოგზე ატვირთვაზე (ჩაშენებაზე).
   პროექტის პრეზენტაცია შევქმენით პროგრამა Power Point - ში მზა შაბლონის გამოყენებით, რომელიც გადმოვწერეთ free.download template.ppt istis - დან. პრეზენტაციის შექმნისას გამოვიყენეთ ჩვენს მიერ წინა ლექციებზე შექმნილი გეგმის შაბლონი, საიდანაც უკვე ჩაწერილი ინფორმაცია, მაგ: პროექტის სათაური, მიზანი, შეფასების მეთოდები copy - paste - ს  საშუალებით გადმოვწერეთ პრეზენტაციის შაბლონში.
    უკვე შექმნილი პრეზენტაცია ავტვირთეთ გუგლის დისკზე, რომელიც არის 15 გიგაბაიტი ტევადობის, სადაც შეგვიძლია შევინახოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.  შემდეგ პრეზენტაცია  გავასაჯაროვეთ. ემბედ კოდის საშუალებით ჩვენი პრეზენტაცია ჩავაშენეთ ბლოგში.  

ჩემი პროექტის წარდგენის პრეზენტაცია


пятница, 6 июля 2018 г.

მესამე დღის რეფლექსია

  დღევანდელი დღეც, ისევე როგორ განვლილი ორი დღე, იყო ძალიან საინტერესო.  ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გავუგზავნეთ განმავითარებელი კომენტარი.  ელექტრონული სახელმძღვანელო ვიუვერიდან, განვიხილეთ
 მოდული 2. სასწავლო პროექტის დაგეგმვა.  ამ მოდულის მიზნებია:1. სტანდარტების განსაზღვრა ესგ - დან; 2. შევიმუშავეთ მიზნები (21-ე საუკუნის უნარებიდან); 3. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება; 4. განახლებული ბლუმის ტაქსონომია.
   შევედით ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალზე ncp.ge, საიდანაც ჩვენი საგნის სტანდარტიდან პროექტის შესაბამისი მიზნები და ინდიკატორები გადმოვწერეთ პროექტის შაბლონში.
   განვიხილეთ ბლუმის ტაქსონომია (პრეზენტაცია).  ვიუვერში, მოდული 2-ის აქტივობა 1-ის ნაბიჯი 2- სასწავლო მიზნების შემუშავებ-დან ჩვენ გავიგეთ, რომ მიზანი უნდა იყოს ისეთი, რომ  იძლეოდეს დაკვირვების და შეფასების საშუალებას, მიზანი არ უნდა იყოს ბუნდოვანი.
   ასევე განვიხილეთ მიმართულების მიმცემი 3 შეკითხვა:  1. ზოგადი, 2. თემატური,  3. შინაარსობრივი.  ზოგადი შეკითხვა მაღალ სააზროვნო უნარებზეა გათვლილი, თემატურიც, ასევე მაღალ სააზროვნო უნარებს მოიცავს, ხოლო შინაარსობრივი კი დაბალ სააზროვნო უნარებზეა გათვლილი. შემდეგ პრაქტიკულად ვიმუშავეთ  მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვების შედგენაზე. 

среда, 4 июля 2018 г.

მეორე დღის რეფლექსია

 
                                                     რეფლექსია

 4 ივლისს,  ტრენინგის მეორე დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგის მასალა ბლოგის შექმნაზე, ტრადიციული სწავლების შესახებ, ვისაუბრეთ ტრადიციულ სწავლებასა და პროექტებით სწავლებას შორის განსხვავების  შესახებ,  სწავლების მეთოდების, მათ შორის პროექტით სწავფლების შესახებ.
  შემდეგ  ვისწავლეთ საინფორმაციო ბუკლეტის დამზადება სასურველი თემის მიხედვით. მოვიძიეთ ინტერნეტში თემის შესაბამისი სურათები და ჩავსვით ბუკლეტის შაბლონში. გავაფორმეთ სურათების ჩარჩოები ფერების, ფონის, ჩრდილის  გამოყენებით.

понедельник, 2 июля 2018 г.

პირველი დღის რეფლექსია


                                                   
 2018 წლის 2 ივლისს დავიწყეთ ტრენინგი პროექტებით სწავლების შესახებ.
პირველ დღეს ვისაუბრეთ საორგანიზაციო საკითხების შესახებ - გავეცანით ერთმანეთს. შემდეგ  tpdc.ge/essentisls/ - ზე მოვიძიეთ ელექტრონული სახელმძღვანელო - ვიუვერი. ეს წიგნი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც დაგვეხმარება გაკვეთილების გეგმის დასაწერად, აგრეთვე  გავიხილეთ: სასწავლო გეგმის შაბლონი, სასწავლო პროექტების ნიმუშები, გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, რომელიც ჩამოვტვირთეთ და მოვათავსეთ ჩვენს საკუთარ პორტფოლიოში "კურსის რესურსების საქაღალდეში". ტრენერმა დაგვირიგა პორტფოლიოს ჩეკლისტი, რომელსაც შევავსებთ ტრენინგის განმავლობაში. ელექტრონული სახელმძღვანელოს დახმარებით  შევქმენით ბლოგი და დავწერეთ რეფლექსია.

მე-9 დღის რეფლექსია

   დღევანდელი დღე იყო სრული კურსის შეჯამება,  დავასრულეთ  ფასილიტაციის რესურსი, მოვამზადეთ ნამუშევარი, ავტვირთეთ პორტფოლიო დრაივზე და გავაზ...